17 ნოემბერი 2024,   23:44
ვრცლად
როგორ გადავედით საზღვარს საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა, პირადი კონტაქტები გამოვიყენე, მათ შორის მოსკოვშიც - დავით თარხან-მოურავი

"პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი დავით თარხან-მოურავი აცხადებს, რომ მისი პარტიის წარმომადგენლების აფხაზეთში ვიზიტის ორგანიზებისას პირადი კონტაქტები გამოიყენა, მათ შორის - მოსკოვში არსებული.  დავით თარხან-მოურავის თქმით, მნიშვნელობა არ აქვს, როგორ მოხდა ე.წ საზღვრის გადაკვეთა:

"ჩვენ უნდა დავიწყოთ დიდი შერიგების პროცესი, რა თქმა უნდა, ამ პროცესს მტრები ჰყავს ყველგან, თბილისშიც, სოხუმშიც და მოსკოვშიც. ვიზიტის ორგანიზებისას მე პირადი კონტაქტები გამოვიყენე, ცხადია, მათ შორის - მოსკოვში კონტაქტებიც. როგორ გადავედით საზღვარს, საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა, შერიგებისთვის არ აქვს მნიშვნელობა, ვიღაცას მოწონს, ვიღაცას არ მოწონს. არანაირი კრემლის დავალებით არ შევედით," - განაცხადა დავით თარხან მოურავმა.

როგორ მოხვდნენ ოკუპირებულ ტერიტორიაზე პატრიოტთა ალიანსის ლიდერები - ეს კითხვა ღიად რჩება. თავად ირმა ინაშვილი ირწმუნება, რომ რეგიონში მხოლოდ ეკლესიის მოსალოცად ჩავიდა. ამ საკითხზე პატრიოტთა ალიანსის ლიდერმა "დღის კურიერში" ისაუბრა და განმარტა რომ ვიზიტის მიზანი ოკუპირებულ რეგიონში ხატის ჩატანა იყო.

"პატრიოტთა ალიანსის" ლიდერების ვიზიტის გამო, დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას თანაშემწე თანამდებობიდან გადადგა. ლაშა საქანია მიზეზად აფხაზურ საზოგადოებაში შესაძლო მღელვარების თავიდან აცილებას ასახელებს.

დღის ამბები