საარჩევნო კოდექსს რომელიც ორი თვის წინ შეიცვალა, მმართველი პარტია კიდევ ერთხელ გადახედავს.
"ქართული ოცნება" მთავარ საარჩევნო კანონში ცვლილებებს გეგმავს. ის რაც ადრე ადმინისტრაციული წესით ისჯებოდა, ახლა სისხლის სამართლის კოდექსით დაისჯება.
მართველ გუნდს სურს, რომ მკაცრი სასჯელი დაეკისროს ყველას, ვინც ამომრჩეველს დააშინებს, დაარღვევს ხმის მიცემის ფარულობას, ან აიძულებს ხმის მიცემას.
"ქართული ოცნების" ინიციატივა, არჩევნებამდე ორი თვით ადრე, გაუგებარია ოპოზიციისთვის, საპარლამენტო უმცირესობა მმართველ გუნდს ორმაგ სტანდარტებში ადანაშაულებს.