17 ნოემბერი 2024,   23:45
ვრცლად
რისთვის და როგორ ჩავიდა "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი ილორში - ოპოზიცია საიდუმლო ვიზიტზე გამოძიებას ითხოვს

"პატრიოტთა ალიანსის" ლიდერების ვიზიტს უფრო დიდი ვნებათაღელვა ოკუპირებლ აფხაზეთში მოჰყვა, ვიდრე დანარჩენ საქართველოში.

სოხუმში აქციების თავიდან ასაცილებლად ე.წ. პრეზიდენტის თანაშემწე გადადგა, ოკუპირებულ რეგიონში აცხადებენ, რომ ქართველი პოლიტიკოსების ვიზიტზე ინფორმაცია არ ჰქონდათ და არც ის იციან, თუ როგორ მოხვდნენ ინაშვილი და თარხან მოურავი ილორში.

პასუხგაუცემელია კითხვაც, თუ რისთვის ჩავიდა "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი ილორში - ხატის ჩასატანად თუ შეხვედრების გასამართად.

დღეს, "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერებს ოკუპირებულ რეგიონში ვოიაჟზე კომენტარი აღარ გაუკეთებიათ და ბრიფინგი უკომენტაროდ დატოვეს. ოპოზიციის ნაწილი მათი საიდუმლო ვიზიტის გამოძიებას ითხოვს.

 

 

დღის ამბები