17 ნოემბერი 2024,   23:41
ვრცლად
ისანში გვჭირდება გამარჯვება, პოლიტიკური სენტიმენტები რომელიმე პოლიტიკოსის მიმართ არ გამაჩნია - ხატია დეკანოიძე

ისნის საარჩევნო ოლქში, "ნაციონალური მოძრაობა" ხატია დეკანოიძეს ასახელებს. დეკანოიძე აცხადებს, რომ ერთადერთი მიზეზი, რის გამოც აღნიშნულ ოლქში მისი კანდიდატურა დასახელდა, ბიძინა ივანიშვილის დამარცხებაა.

"ჩვენ მხარს ვუჭერთ ყველა იმ კანდიდატს, რომელსაც დღემდე ვუცხადებთ თანადგომას. ეს არის ვაკე, მთაწმინდა, დიდუბე-ჩუღურეთი. რაც შეეხება ისანზე, ჩვენი პარტიის გადაწყვეტილება განპირობებული იყო მხოლოდ ერთადერთი მიზნით, ეს არის ბიძინა ივანიშვილის დამარცხება.

არ მაინტერესებს სტრატეგიული ტყუილები. არ მაინტერესებს არანაირი სხვა კონფიგურაცია, გარდა იმისა, რომ ჩვენ ისანში გვჭირდება გამარჯვება.

ყველა ჩვენს პარტნიორ პარტიას მაშინ დაეწყო შეთანხმების დარღვევაზე საუბარი, როდესაც მათ შორის დაირღვა გაერთიანებული ოპოზიციის ფორმატი, დაირღვა საბურთალოზე არსებული გაერთიანებული ოპოზიციის შეთანხმება.

გასაგებია მათი მწვავე რეაქცია, არ გამკვირვებია. გიგის (უგულავა) განცხადება იყო, რომელიც არ იყო ბოლომდე ეთიკური. ჩემთვის ახლა ეს არაფერს არ ნიშნავს. მე პოლიტიკური სენტიმენტები რომელიმე პოლიტიკოსის მიმართ არ გამაჩნია. დროებითი კავშირი პარტიებს შორის, მე ვგულისხმობს "ევროპული საქართველოს" და ბატონი ვაშაძის პარტიას, ეს დროებითი კავშირი გასაგებია, მე დარწმუნებული ეს დროებითი კავშირი რაღაცა პერიოდი განმავლობაში შეიძლება გადაიხედოს," - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

დღის ამბები