17 ნოემბერი 2024,   23:47
ვრცლად
ანა დოლიძე საარჩევნო კამპანიის დროს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის სამმართველოში დაიბარეს

პარტია "ხალხისთვის" ლიდერი ანა დოლიძე, საარჩევნო კამპანიის დროს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის სამმართველოში დაიბარეს.

ინციდენტი, ანა დოლიძის ინფორმაციით, 13 აგვისტოს, წერეთელზე, საცხოვრებელ კორპუსში მოხდა, როდესაც ერთ-ერთი შეხვედრის დროს, მათ ახალგაზრდა მამაკაცების ჯგუფმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

"ეს ინციდენტი არის მაგალითი იმისა, როგორ ჰყავთ მობილიზებული ადამიანები - რას არიან შეპირებული არ ვიცით, მაგრამ ფაქტია, მობილიზებული არიან იმისთვის, რომ არ მოხდეს ოპოზიციური და კრიტიკული ჯგუფების შეხვედრა მეზობლებთან და ამომრჩევლებთან.

დაბარებული ვარ დღეს გასაუბრებაზე, რომ მივაწოდო პირველადი ინფორმაცია და ვიდეომასალა," - განაცხადა ანა დოლიძემ.

დღის ამბები