17 ნოემბერი 2024,   23:42
ვრცლად
არ მგონია, რომ ის დაბრუნდეს საქართველოში, თუ დაბრუნდება, კითხვებზე პასუხის გაცემა მოუწევს - კახა კალაძე მიხეილ სააკაშვილზე

"ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ თუკი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოში მართლაც ჩამოვა, როგორც ეს მის მიმართვაშია აღნიშნული, მას პასუხისგება მოუწევს.

თუმცა, "ქართული ოცნების" აღმასრულებელ მდივანს, კახა კალაძეს ეჭვი ეპარება, რომ ყოფილმა პრეზიდენტმა ეს ნაბიჯი მართლაც გადადგას. 

"არ მგონია, რომ ის დაბრუნდეს საქართველოში. ეს არის მორიგი ტყუილი, ბლეფი. თუმცა, ჩამოვიდეს, არანაირი პრობლემა არ არის და მოუწევს იმ კითხვებზე პასუხის გაცემა, რაც ჩაიდინა წლების განმავლობაში,"-განაცხადა კახა კალაძემ.

ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა მიხეილ სააკაშვილის განცხადება არასერიოზულს უწოდებს და აცხადებს, რომ ამაზე კომენტარის გაკეთება არ სურს. 

"ვფიქრობ, რომ არასერიოზულია ეს ყველაფერი და ძალიან დაიღალა უკვე საზოგადოება. სერიოზულ კომენტარს ამაზე არ გავაკეთებ. რა სერიოზულ კომენტარს ელოდებით ჩემგან ამ ყოვლად არასერიოზულ ამბავზე, რომელმაც უკვე, მგონი, საკუთარი თანაგუნდელებიც დაღალა,"-განაცხადა ნათია თურნავამ.

დღის ამბები