პარტია "კანონი და სამართალის" თავმჯდომარე და გიორგი ვაშაძის პარტნიორი ბლოკ სტრატეგია აღმაშენებელში თაკო ჩარკვიანი ამბობს, გამართლდა მისი პროგნოზი იმასთან დაკავშირებით, რომ "ლეიბორისტების" ოფისში შექმნილი გაერთიანება "ძალა ერთობაშიას" საპირწონედ და მის დასაშლელად შეიქმნა. თაკო ჩარკვიანის თქმით, ამ გაერთიანების დაშლის წინაპირობა იყო ის, რომ ის ბოლო პერიოდში ვეღარ იკრიბებოდა და აღარც შეთანხმებები ხდებოდა და არა ის, რომ ის წამოვიდა ამ გაერთიანებიდან.
ამასთან თაკო ჩარკვიანის თქმით, მისთვის მიუღებელია ისიც, რომ ოპოზიცია კანდიდატებად ყოფილ ძალოვანებს აყენებს, რაც მათ შუაში მყოფი ხალხის ხმების მოპოვებაში შეუშლის ხელს, ამის მაგალითად კი მან ირაკლი ოქრუაშვილი და ხატია დეკანოიძე დაასახელა.
"ნაციონალებს მარტო ნაციონალების ხმები უნდათ? შუაში რომ ხმებია, რომელთაც პოლარიზება არ სჭირდებათ, იმათი ხმა არ გავითვალისწინოთ. არსებული ჩიხიდან გამოსასვლელად კარგი რეფორმატორი შევთავაზე, რომელიც მხოლოდ რეფორმებით უკავშირდება წარსულს და მის წარსულში არაა დანაშაულებრივი ქმედებები," - განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.