17 ნოემბერი 2024,   23:46
ვრცლად
ლოცვას ძალა პოლიტიკაშიც აქვს, ეს ხატი რომელიც აფხაზეთშია შეიძლება მირონმდინარეც გახდეს - ირმა ინაშვილი

"საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" გენერალურმა მდივანმა ირმა ინაშვილმა "დღის კურიერის" ეთერში, მისი და დავით თარხან მოურავის ოკუპირებულ აფხაზეთში ვიზიტის შესახებ დასმული კითხვების უმეტესობა უპასუხოდ დატოვა, თუმცა აღნიშნა, რომ ლოცვას დიდი ძალა აქვს, როგორც ყოველდღიურ ცხოვრებაში, ასევე პოლიტიკაშიც. 

ოკუპირებულ ტერიტორიაზე სტუმრობის შესახებ, რომელსაც საზოგადოების მღელვარება მოჰყვა, ოპოზიცია კი "პატრიოტთა ალიანსის" არჩევნებიდან მოსხსნას მოითხოვს, ირმა ინაშვილმა მხოლოდ ის თქვა, რომ კრემლს ამ ვიზიტის დაგეგმვაში არავითარი დახმარება არ გაუწევია, "დღის კურიერის" წამყვანი კი იმ კითხვების დასმისათვის, რომელიც საზოგადოების მაღალ ინტერესს წარმოადგენს "ძალადოიბაში" დაადანაშაულა.

"ლოცვას ძალა პოლიტიკაშიც აქვს და ყოველდღიურ ცხოვრებაშიც, რადგან პოლიტიკა ეს ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია. ვინ რა იცის ეს ხატი, რომელიც აფხაზეთშია კიდევ რამდენ სასწაულს მოახდენს და მირონმდინარეც შეიძლება გახდეს. ჩვენ ვამბობთ, რომ აუცილებელია პირდაპირი დიალოგი დაიწყოს. დავაკვირდეთ რას ამბობს შამბა და ასლან ბჟანია, ისინიც იმავეს ამბობენ. პროცედურების გავლა ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასასვლელად აუცილებელი იყო? ვინმეს წარმოუდგენია მერე რამხელა დარტყმის ქვეშ აღმოვჩნდებოდი? კრემლს ამ პროცესში არავითარი დახმარება არ გაუწევია. დავით თარხან მოურავმა გუშინ თქვა, რომ აფხაზეთში ვიზიტისთვის მან რუსეთში მისი პირადი კონტაქტები გამოიყენა და არცერთ კონტექსტში არ ყოფილა კრემლი ნახსენები. კრემლი და რუსეთი ხომ ერთი და იგივე არ არის,"- განაცხადა ირმა ინაშვილმა.  

ირმა ინაშვილმა ოკუპირებულ აფხაზეთში მისი მასპინძლების დასახელებისგან თავი შეიკავა და აღნიშნა, რომ ამას იმიტომ არ გააკეთებს, რადგან შესაძლოა, შემდეგ მათზე ფსიქოლოგიური ზეწოლა და თავდასხმა განხორციელდეს. 

"ერთ მხარეს არის ბოკერია-სააკაშვილი, სოხუმის მხარეს კი არძიმბა და თემურ ნადარაია, ეს ჯგუფები ეწინააღმდეგებიან შერიგების პროცესს. მე ტერორს მიწყობენ იგივე სააკაშვილი და ბოკერია, მაგრამ მე ამას ვუძლებ. ფსიქოლოგიური შეტევა დაიწყო იქაც ახლგაზრდა კაცზე - საკარიაზე, რომელმაც თავისი ნებით დატოვა ამის შემდეგ თანამდებობა. 

მე არ ვაპირებ აფხაზეთში ჩემი მასპინძლების დასახელებას, არ მინდა ის ადამიანების ზეწოლის ქვეშ მოექცნენ. მე ღირსეული მასპინძლები მყავდა. კიდევ ჩავალ აფხაზეთში, ოღონდ მარტო არ ჩავალ,"- აცხადებს ირმა ინაშვილი. 

დღის ამბები