17 ნოემბერი 2024,   23:45
ვრცლად
განხეთქილება ოპოზიციურ ერთობაში - ისნის საარჩევნო ოლქში პარტნიორები კონკურენტებად იქცნენ

ოპოზიციურ ერთობაში კვლავ განხეთქილებაა, ამჯერად პოლიტიკური დისონანსი ენმ-ს გადაწყვეტილებამ შემოიტანა, ყველაზე დიდმა ოპოზიციურმა ძალამ ისნის საარჩევნო ოლქში საკუთარი მაჟორიტარობის კანდიდატი წარადგინა. ხატია დეკანოიძე გიორგი ვაშაძის კონკურენტი იქნება, რომელსაც ოპოზიცია ასევე შეთანხმების დარღვევას ედავება.

ყოფილი პოლიტიკური პარტნიორები პირობის დარღვევაში დღეს ღიად დაადანაშაულა თავად გიორგი ვაშაძემაც და შეახსენა, რომ მიზანი ხელისუფლების დამარცხებაა და არა პოლიტიკური ინტრიგები. ნაციონალურ მოძრაობაში კი ამბობენ, რომ ვაშაძემ თავად დაარღვია შეთანხმების პირობა, როდესაც საბურთალოს ოლქში თაკო ჩარკვიანის კანდიდატურას დაუჭირა მხარი. თაკო ჩარკვიანი კი ამბობს, რომ მისი პარტია არ იყო ამ შეთანხმების მონაწილე მხარე, ამიტომ მისთვის ეს ბრალდებები გაუგებარია.

"ძალა ერთობაშია, თუ გადაღუნვაში" - ეს გიგი უგულავას სიტყვებია და სწორედ ასე შეაფასა "ევროპული საქართველოს" ლიდერმა ყოფილი თანაგუნდელების გადაწყვეტილება დაარღვიონ შეთანხმება და დააყენონ საკუთარი კანდიდატი.

საბურთალოსთან ერთად, სადაც ყველაზე მეტმა კანდიდატმა მოიყარა თავი, ისნის ოლქიც მორიგი პოლიტიკური სიმძიმის ცენტრი იქნება, სადაც კონკურენცია იზრდება. მმართველი გუნდიდან ოპოზიციას ისნის ოლქში სასჯელაღსრულების ყოფილი მინისტრი კახა კახიშვილი დაუპირისპირდება, რომელსაც "ქართული ოცნების" გენერალური მდივანი უალტერნატივო კანდიდატს უწოდებს.

დღის ამბები