ფოთის, ხობისა და სენაკის ოლქში "ევროპული საქრთველოს" მაჟორიტარობის კანდიდატი ფოთის მოსახლეობას შეხვდა. გიგა ბოკერიამ ადგილობრივების პრობლემები მოისმინა და მათთვის საინტერესო შეკითხვებს უპასუხა. მათ შორის იყო ის თუ როგორ შეიძლება ფოთს სიცოცხლე დაუბრუნდეს და მოგვარდეს მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული საკითხები. შეკრებილებს მიმართა ნანა ალექსანდრიამაც.
"ისეთი პროექტის განხორციელება რასაც წყალი, კანალიზაცია და გზები ჰქვია, ძვირი იქნება, შესაძლოა ადგილობრივი ბიუჯეტი არ ეყოს. როდესაც წყდება საკითხი სად წავა ესა თუ ის პროექტი, მაგალითად როგორც ბათუმის პროექტი სადაც მოწესრიგდა, საჭიროა პოლიტიკური ჯანი გქონდეს და ვერავინ ვერ გაგვწიოს გვერდზე. მე ვაპირებ, რომ ეს ესე იყოს და ერთხელ და სამუდამოდ, თუნდაც ძვირად, მაგრამ მოგვარდეს,"- განაცხადა გიგა ბოკერიამ.