17 ნოემბერი 2024,   23:44
ვრცლად
ენმ უახლოეს პერიოდში საარჩევნო პროგრამის და ახალი პოლიტიკური პლატფორმის წარდგენას გეგმავს

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" უახლოეს პერიოდში საარჩევნო პროგრამის და სამომავლო გეგმების წარდგენას  გეგმავს. სავარაუდოდ, სწორედ მაშინ გაირკვევა ოფიციალურად "ნაციონალური მოძრაობის" პრემიერობის კანდიდატიც.

როგორც ენმ-ს წევრი და ისნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ხატია დეკანოიძე ამბობს, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ბრძოლა მათი გამარჯვებით დასრულდება.

"ნებისმიერ შემთხვევაში, ბრძოლა რომელიც არის დღეს და ეს ბრძოლა იქნება გამარჯვებით დაგვირგვინებული 2020-ის საპარლამენტო არჩევნებში, არის სიმბოლური ოლიგარქიულ რეჟიმსა და თავისუფლებას შორის. შესაბამისად, ჩვენ და მათ შორის მიხეილ სააკაშვილი, ჩვენი პარტიის ლიდერი,  უახლოეს პერიოდში წარვადგენთ ძალიან სერიოზულ გეგმას, ახალ პოლიტიკურ პლატფორმას, საარჩევნო პროგრამას და მნიშვნელოვან ხედვას, როგორ ესახება მას, როგორ გვესახება ჩვენ ამ ქვეყნის განვითარება," - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

დღის ამბები