17 ნოემბერი 2024,   23:41
ვრცლად
"ევროპულიმა საქართველოსმ" ახმეტის მოსახლეობას თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის ოლქში, მაჟორიტარობის კანდიდატი ზურაბ ჭიაბერაშვილი წარუდგინა

ევროპული საქართველოს ლიდერმა, დავით ბაქრაძემ, ახმეტის მოსახლეობას თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის ოლქში, პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატი ზურაბ ჭიაბერაშვილი წარუდგინა.

დავით ბაქრაძემ და ზურაბ ჭიაბერაშვილმა ადგილობრივებს ევროპული საქართველოს საარჩევნო პროგრამა გააცნეს რის შედეგადაც პენსია და სოციალურად დაუცველთა დახმარება ორჯერ გაიზრდება.

პარლამენტის თელავი-ახმეტა-ყვარელი-ლაგოდეხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი "ევროპული საქართველოდან" ზურაბ ჭიაბერაშვილი აცხადებს, რომ "ევროპული საქართველოს" მხარდამჭერები საქართველოს უკეთესს მომავალს უჭერენ მხარს.

დავით ბაქრაძის განცხადებით - საზოგადოებას სჭირდება ცვლილებები და სწორედ ამ ცვლილებების გზა გადის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე.

"ახმეტაში და მთელ საქართველოში ხალხს ცვლილებები სჭირდება. მთავრობამ ნაკლები ფული უნდა დახარჯოს საკუთარ თავზე და გაზარდოს პენსიები და დევნილების დახმარება. სწორედ ასეთი ცვლილებები სჭირდება ხალხს,"- განაცხადა დავით ბაქრაძემ.

 

დღის ამბები