17 ნოემბერი 2024,   23:46
ვრცლად
დიახ უნდა ჩამოვიდეს! -ხატია დეკანოიძე ადასტურებს, რომ ენმ მიხეილ სააკაშვილს პრემიერობის კანდიდატად განიხილავს

განიხილება, თუ არა კახა ოქრიაშვილი ენმ-ს მაჟორიტარობის კანდიდატთა რიგებში? ამ კითხვით "დღის კურიერის" ჟურნალისტმა პარლამენტის ისნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან” ხატია დეკანოიძეს მიმართა.

დეკანოიძემ განმარტა, რომ ამ საკითხზე საუბარი ნამდვილად იყო, თუმცა კონკრეტული პოლიტიკური გადაწყვეტილება ამაზე არავის მიუღია.

"ყველა პოლიტიკური პლატფორმა განწირულები ვართ ერთმანეთთან თანამშრომლობით. საუბარი იყო, ოქრიაშვილის კანდიდატურაზე მაგრამ ამ შემთხვევაში რაიმე ისეთი პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებული არ არის, რომ მე თქვენ რამე გითხრათ. სიმართლე გითხრათ ჩვენ რეგიონში განვაცხადეთ, რომ ყველგან გვეყოლებოდა კანდიდატი. "ნაციონალური მოძრაობა" რეგიონებში საკმაოდ სერიოზული მხარდაჭერით არის წარმოდგენილი.

ჩვენ ყველას უნდა გვესმოდეს, რომ პროპორციული სიის ნაწილს საკმაოდ დიდი გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. პროპორციული სიის ნაწილში, სადაც ოპოზიციას ექნება ხმების დიდი ნაწილი, დარწმუნებული ვარ თუ სადმე იქნება მეორე ტური იქ სულ სხვა რეალობა დადგება. დარწმუნებული ვარ ყველა პარტია პროპორციული სიის ნაწილს უჭერს მხარს. 

რაც შეეხება სიას, ის იქნება ისეთი როგორიც წარმოდგენილი აქვს ყველა იმ ადამიანს ვინც საქართველოში სიახლეებს გულშემატკივრობს. იქნებიან ახალი სახეებიც, ისინიც ვინც წლების მანძილზე გულშემატკივრობდა ჩვენს პარტიას. იქნებიან ადამიანები ვინც წლების მანძილზე ბევრ დაბრკოლებას გაუძლო, თუმცა აზრი არ შეუცვლიათ,"- განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ხატია დეკანოიძემ ასევე "დღის კურიერის" ეთერში ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებაზე ისაუბრა და განმარტა, რომ ის ერთ-ერთი ძლიერი მმართველია ქვეყნისთვის.

ხატია დეკანოიძემ ასევე დაადასტურა, რომ "ენმ" მიხეილ სააკაშვილს ნამდვილად განიხილავს პრემიერობის კანდიდატად.

"მიხეილ სააკაშვილი, როგორც დევნილი პრეზიდენტი ივანიშვილის მიერ, რომ უნდა დაბრუნდეს ქვეყანაში, ამაზე არავინ დაობს. საზოგადოების ჯანსაღ წარმომადგენლებს ვგულისხმობ და არა ბიძინა ივანიშვილის ნომეკლატურას. განვითარებულ ქვეყანაში პოლიტიკური დევნა არ უნდა არსებობდეს. იმაზე კამათი საერთოდ არ არის უნდა ჩამოვიდეს თუ არა- დიახ უნდა ჩამოვიდეს! 

ის ყველა საქმე რომელიც 2013 წლიდან დაიწყო არის შეთითხნილი, ინტერპოლს სააკაშვილს არც ერთხელ არ აუმოუმოქმედებია ის მექანიზმი. ამიტომ ვერ ვიტყვი თარიღს, თუმცა აუცილებლად მისი დაბრუნება მოხდება. რაც შეეხება პრემიერ-მინისტრობას ეს იქნებოდა ძალიან ლოგიკური. ამ ყველაფერს უფრო სიურპრიზად შემოვინახავ, რომ მოლოდინი იყოს დიდი,"- განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

დღის ამბები