საპარლამენტო არჩევნებში რუსთავი-გარდაბნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი "ევროპული საქართველოდან" ირმა ნადირაშვილმა "დღის კურიერის" ეთერში კვოტირების სისტემაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მათ გუნდში პარტიულ სიას მხოლოდ პირობითი დატვვირთვა ექნება, რადგან "ევროპული საქართველოდან" ის გახდება პარლამენტის წევრი ვისაც მეტი ექნება წარმატება.
"ჩვენთან პარტიული სია იქნება აბსოლუტურად პირობითი ცნება, რადგან საერთოდ არ ექნება მნიშვნელობა მე იქ მეორე ნომრად ვეწერები, თუ 32-ე. ჩვენ გვაქ შიდა შეთანხმება, რომ არის პარტიული კონკურენცია ამიტომ ის გახდება პარლამენტის წევრი ვისაც ექნება პარტიული წარმატება. ეს იქნება წახალისება, რომ მიიღონ მეტი პარტიული ხმა და შიდა კონკურენცია კარგია.
ის ვინც შიდა კონკურენციაში იქნება ყველაზე წარმატებული ის შევა პარლამენტში, ეს წესი არ არის ახალი უკვე გამოვიყენეთ თვითმმართველობის არჩევნებზე საკმაოდ წარმატებულად.
მე ვიბრძოლებ ამისთვის რუსთავში, ჩემი კოლეგები და მეგობრები თითქმის ყველა პარტიული ლიდერები არიან მაჟორიტარობის კანდიდატები. ვფიქრობთ, რომ არჩევნების ღამესვე იქნება გარკვეული როგორი წარმომადგენლობა ეყოლება "ევროპულ საქართველოს " პარლამენტში.
ვერცერთი პარტია, რომელიც კვოტირების წესს არ დაიცავს, რომელსაც მე არ ვეთანხმები, ასეთი პარტიის სია არ იქნება დადასტურებული, შესაბამისად ეს პირობითი არ არის. ყოველი მეოთხე სიაში იქნება გენდერული ნიშნით სხვადასხვა. "ევროპული საქართველო" ამას დაიცავს და ჩვენს შემთხვევაში ფარისევლობას ადგილი არ ექნება. როგორც "ქართულმა ოცნებამ" გააკეთა, მათ ეს სჭირდებათ ეს ყველაფერი საკეკლუცოდ დასავლელ პარტნიორებთან, თუმცა ნახეთ, რომ მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენაზე, მხოლოდ ერთი ქალი წარადგინეს.
ჩვენი პოზიცია მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით არ ვემხრობით მის კანდიდატურას პრემიერობასთან დაკავშირებით. რაც შეეხება იმას რომ ის არ არის საქართველოში ეს არ არის სამართლიანი, აქ უნდა იყოს ყველა და უნდა იბრძოლოს "ქართული ოცნების" დასამარცხებლად. ის რომ ადამიანი განდევნილია და არ აქვს უფლება პოლიტიკურ პროცესებში მიიღოს მონაწილეობა ეს არის ცალსახად უსამართლობა,"- განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.