საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე "პატრიოტთა ალიანსის" მიერ, ბათუმში გაკრულ ბანერზე, სადაც აჭარის რეგიონი ოკუპირებულ ტერიტორიად არის მონიშნულ საქართველოს წინააღმდეგ მიმართულ რუსულ დაკვეთად აფასებს.
როგორც მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს, მას თავიდან გონიოში განთავსებული "პატრიოთა ალიანსის" ბანერი "ფეიკი" ეგონა.
"სიმართლე გითხრათ, თავიდან "ფეიკი" მეგონა. ეს არის რუსული დაკვეთა საქართველოს წინააღმდეგ,"- წერს მამუკა მდინარაძე.
"პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი ირმა ინაშვილი აჭარაში ამ შინაარსის ბანერის განთავსებას იმით ხსნის, რომ თურქეთის მიერ აჭარის ექსპანსია ხდება.