"სტრატეგია აღმაშენებელში" მხარდამჭერების შევიწროვებაზე საუბრობენ. გიორგი ვაშაძის თქმით, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები აქტივისტების გადაადგილებას მუდმივად აკონტროლებენ და მათ პლაკატების გაკვრის საშუალებას არ აძლევენ.
"ამ დღეების მანძილზე, საპატრულო პოლიციის ათობით ეკიპაჟი მობილიზებულია პლაკატის გაკვრაზე, პოლიტიკური დავალების შესასრულებლად, მაშინ, როცა პარალელურად ორხევში მოხდა დაჭრა, პოლიცია არ იყო სამწუხაროდ. უამრავი კრიმინალი ხდება ქვეყანაში და პოლიცია დაკავებულია პოლიტიკური ოპონენტების დევნით და არა კრიმინალთან წინააღმდეგ ბრძოლით,"- განაცახდა გიორგი ვაშაძემ.