ოპოზიციური პარტიების ნაწილი "პატრიოტთა ალიანსის" არჩევნებიდან მოხსნას მოითხოვს.
რუსული უშიშროების ფული და მავნებლური წინასაარჩევნო კამპანია, ეს არის ძირითადი პრეტენზიები ირმა ინაშვილთან და დავით თარხან-მოურავთან.
პოლიტიკოსები პროკურატურისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისგან ალიანსის საქმიანობის დეტალურ შესწავლასაც ითხოვენ, თუმცა საკითხის მოკვლევას აუდიტის სამსახური დაიწყებს.
თავად ირმა ინაშვილი პატრიოტთა ალიანსის მიზანმიმართულ დისკრედიტაციაზე საუბრობს.