17 ნოემბერი 2024,   23:01
ვრცლად
სააკაშვილს უნდა შევასრულებინოთ პირობა, დავაბრუნოთ ქვეყანაში და კანონის წინაშე მთელი სიმკაცრით აგოს პასუხი - ირაკლი კობახიძე

"ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა  ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ "ნაციონალური მოძრაობის" რეიტინგი, რომლის მიხედვითაც ისინი 12%-ს ინარჩუნებენ და პარტიებს შორის მეორე ადგილზე არიან, ძალიან "სამწუხარო რეალობაა".

"ნაციონალური მოძრაობა" რეიტინგებში მეორე ადგილზეა 12%-ით, თუმცა იმედი გვაქვს, რომ ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო შემცირდება. ეს ძალიან სამწუხარო რეალობაა, თუმცა ეს სურათი თანდათანობით შეიცვლება. არჩევნების შემდეგ, ქართულ პოლიტიკურ სპექტრში სურათი გაჯანსაღდება,"- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ. 

მან მიხეილ სააკაშვილის ბოდიშზეც ისაუბრა და თქვა, რომ ყველა ჩადენილი დანაშაული მას არჩევნების წინ გაახსენდა. 

"რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის ბოდიშს, ეს სწორედ მისი ნატურაა, რომელიც არჩევნების წინ იხდის ბოდიშს. 8 წლის თავზე გაახსენდა ის მძიმე დანაშაულები, რომელიც მან ჩაიდინა საქართველოში. ამ დანაშაულთა დიდი ნაწილია დამტკიცებულია ქართული სასამართლოს მიერ და ასევე, სტრასბურგის სასამართლოს მიერ.

"ნაციონალურმა მოძრაობამ" რუსეთს ქვეყნის 20% ჩააბარა და მათ ოკუპაცია გაუფორმა ოფიციალური ხელწერით, ეს ღალატი იყო. ეს და სხვა დანაშაული, მას და მის პარტიას არ უნდა ეპატიოს. ბოდიში არის აღიარება იმ უმძიმესი დანაშაულისა, რომელიც ჩაიდინა მიხეილ სააკაშვილმა და ამაზე პასუხი საზოგადოებას ექნება. თუმცა ესეც არ არის საკმარისი, რა თქმა უნდა, მიხეილ სააკაშვილს უნდა შევასრულებინოთ პირობა, დავაბრუნოთ საქართველოში და მან კანონის წინაშე უნდა აგოს პასუხი,"- განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

ამასთან, შეკითხვაზე, თუ რატომ ვერ მოახერხა მმართველმა გუნდმა მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოყვანა, თუკი მას აქ ქართული მართლმსაჯულება ელოდება - ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ ამას თავისი მიზეზი ჰქონდა. 

"ამას თავისი მიზეზები ჰქონდა, თუმცა ეს დღე აუცილებლად დადგება. როდესაც ის ბიუჯეტიდან ასეულობით მილიონს იპარავდა, ადამიანებს აწამებდა და კლავდა, ბუნებრივია, ეს ბოლოს არ შერჩება. სააკაშვილი აღიარებული კრიმინალია," - აცხადებს ირაკლი კობახიძე. 

დღის ამბები