18 მაისი 2024,   07:56
ვრცლად
შეერთებულმა შტატებმა ირანის წინააღმდეგ სანქციების სია გააფართოვა

შეერთებულმა შტატებმა ირანის წინააღმდეგ სანქციების სია გააფართოვა. სანქციები კიდევ 3 ფიზიკურ პირსა და 11 კომპანიას დაუწესდა.

ირანის ფარგლებს გარეთ კი სანქციები ჩინურ და არაბთა გაერთიანებული საამიროების კიდევ 6 კომპანიას დაუწესდა. ისინი ირანის ნავთობქიმურ კომპანიასთან თანამშრომლობაში არიან შემჩნეული.

მანამდე, შტატებში სახაზინო დეპარტამენტის მდივანმა, ირანი ნავთობის ვაჭრობიდან მიღებული შემოსავლებით ტერორისტული ორგანიზაციების დაფინანსებაში დაადანაშაულა.

დღის ამბები