17 ნოემბერი 2024,   22:52
ვრცლად
მაშინ როდესაც მთლიანად გაერო-ს მუშაობა იყო პარალიზებული და მხოლოდ დღე-ნახევრით გაიხსნა, ჩვენმა დიპლომატებმა შეუძლებელი შეძლეს - ზალკალიანი რეზოლუციაზე

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი გაერო-ს მიერ მიღებულ რეზოლუციას მხარდამჭერთა რაოდენობით უპრეცედენტოს უწოდებს და აცხადებს, რომ მაშინ როდესაც კოვიდის გამო გაერო-ს მუშაობა პარალიზებული იყო, საქართველოს დიპლომატებმა შეუძლებელი შეძლეს და ყველა მექანიზმი მაქსიმალურად გამოიყენეს:

"წელს, კოვიდის პირობებში, მაშინ როდესაც მთლიანად გაერო-ს მუშაობა იყო პარალიზებული და მხოლოდ დღე-ნახევრით გაიხსნა, ჩვენ არც კი გვქონდა საშუალება, რომ რეზოლუციის მიღების წინ აქტიური კამპანია გვეწარმოებინა. პანდემიის პირობებში ჩვენ ვიყავით შეზღუდული, მაგრამ ამის მიუხედავად, ჩვენმა დიპლომატებმა შეუძლებელი შეძლეს და მაქსიმალურად იქნა გამოყენებული ყველა შესაძლო მექანიზმი, მათ შორის პარტნიორებთან დისტანციური კომუნიკაცია, ასევე სატელეფონო ზარები," - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

ნიუ-იორკში, გაეროს გენერალურმა ასამბლეამ, 74-ე სესიის ფარგლებში, მიიღო საქართველოსა და 54 ქვეყნის მიერ ინიცირებული რეზოლუცია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ. რეზოლუციას მხარი  84-მა ქვეყანამ დაუჭირა, წინააღმდეგ კი მხოლოდ 13 წავიდა.

დღის ამბები