17 ნოემბერი 2024,   22:44
ვრცლად
ევროკავშირის წევრ ქვეყნებს აქვთ დიდი ინტერესი, თუ ვინ განახორციელა კიბერშეტევა საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროზე - კარლ ჰარცელი

პირველი სექტემბრის კიბერშეტევა ისევ განხილვის საგანია. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ჰაკერები ერთ-ერთი უცხო ქვეყნიდან მოქმედებდნენ.

საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად, მომხდართან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამენ პარტნიორი ქვეყნების ელჩებიც.

"კიბერშეტევა საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროზე ძალიან შემაშფოთებელი იყო, როგორც ჩემთვის ასევე სხვებისთვის. ეს არ იყო პირველი კიბერშეტევა ბოლო პერიოდის განმავლობაში, რომელიც საქართველოში განხორციელდა. ამ ფაქტს ყველა თვალყურს ადევნებს. ევროკავშირის წევ ქვეყნებს აქვთ ძალიან დიდი ინტერესი იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ განახორციელა ეს შეტევა. სანამ ამ თემაზე ზუსტი ინფორმაცია არ გვექნება, ჯერჯერობით ვერ ვისაუბრებთ. ეს ჩვენ ყველას გვახსენებს თუ რამდენად მნიშვნელოვანია კიბერუსაფრთხოება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც არჩევნები ახლოვდება," - განაცხადა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა კარლ ჰარცელმა. 

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროზე კიბერშეტევა განხორციელდა. 

მიზანი სამინისტროს ცენტრალურ აპარატსა და მის სტრუქტურულ ერთეულებში, მათ შორის, დაავადებათა კონტროლის ეროვნული სააგენტოს, რიჩარდ ლუგარის კვლევითი ცენტრის მონაცემთა ბაზებში შეღწევა იყო.

კიბერშეტევისას სამედიცინო დოკუმენტაციისა და პანდემიის მართვასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ინფორმაციის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება და გამოყენება სცადეს.

დღის ამბები