17 ნოემბერი 2024,   22:28
ვრცლად
ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური თემა ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის - ამირან გამყრელიძე კიბერთავდასხმაზე

დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე დარწმუნებულია, რომ 1 სექტემბერს ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროსა და ლუგარის ლაბორატორიის კომპიუტერულ სისტემებზე ​ კიბერთავდასხმა, სწორედ ჩრდილოელი მეზობლის მხრიდან განხორციელდა.

"გამოძიება მიდის, რამდენიმე საგამოძიებო ორგანო მუშაობს ამ საკითხზე თუ რა არის დაზიანებული. უბრალოდ ჩვენ შევამჩნიეთ, რომ 2-3 დღის განმავლობაში ჩვენი საინფორმაციო სისტემები ოდნავ შეფერხებით მუშაობდა. ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური თემა ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის, რომელსაც იყენებს ხოლმე გარკვეულ დაძაბულ პერიოდებში სხვადასხვა მიზნით. მთავარი თემა მანდ არის თუ რატომ თანამშრომლობს ასე კარგად საქართველო აშშ-სთან და მთავარი პარტნიორია,"- აცხადებს დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე.

დღის ამბები