18 მაისი 2024,   08:45
ვრცლად
ბელარუსმა ოპოზიციონერმა მარია ​კოლესნიკოვამ და მისმა თანმხლებმა პირებმა საზღვარი გადაკვეთეს და უკრაინაში გადავიდნენ - ბელარუსული მედია

ბელარუსმა ოპოზიციონერმა, მარია ​კოლესნიკოვამ და მისმა თანმხლებმა პირებმა საზღვარი გადაკვეთეს და უკრაინაში გადავიდნენ.

ამის შესახებ ინფორმაციას ბელარუსის მედია ავრცელებს. ამასთან, ბელარუსის სახელმწიფო საზღვრის კომიტეტზე დაყრდნობით სახელმწიფო სააგენტო "ბელატამ" გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბელარუსი ოპოზიციონერი მარია კოლესნიკოვა სახელმწფო საზღვარზე შენიშნეს.

კოლესნიკოვასთან ერთად, დღეს დილით საზღვარზე იმყოფებოდა ოპოზიციური საკოორდინაციო საბჭოს ორი წევრი, რომლებთანაც დაკავშირება გუშინდელი დღიდან ვერ ხერხდებოდა.

შეგახსენებეთ, ბელარუსის მედიის ცნობით, 7 სექტემბერს დილით, მინსკში უცნობმა პირებმა ბელარუსის ოპოზიცური საკოორდინაციო საბჭოს წევრი მარია კოლესნიკოვა გაიტაცეს. 

კავშირი გაწყდა ასევე ოპოზიციური საკოორდინაციო საბჭოს კიდევ ორ წევრთან.

დღის ამბები