18 მაისი 2024,   09:48
ვრცლად
პრემიერ-მინისტრი ჯონსონი და პრეზიდენტი მაკრონი ალექსეი ნავალნიზე თავდასხმის გამო შეშფოთებას გამოთქვამენ

რუსი ოპოზიციონერის შესაძლო მოწამვლის ფაქტს შეერთებული შტატების პრეზიდენტი ეხმაურება, დონალდ ტრამპის განცხადებით, ალექსეი ნავალნის ირგვლივ შექმნილი სიტუაციის გამო, „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის შეჩერებას მხარს დაუჭერს.

ალექსეი ნავალნის ირგვლივ შექმნილი სიტუაცია განიხილეს და ოფიციალურ მოსკოვს განმარტების გაკეთება მოსთხოვეს საფრანგეთის პრეზიდენტმა და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა სატელეფონო საუბარში.

„პრემიერ-მინისტრი ჯონსონი და პრეზიდენტი მაკრონი შეშფოთებას გამოთქვამენ ალექსეი ნავალნიზე თავდასხმის გამო და კვლავ მოუწოდებენ რუსეთის ხელისუფლებას, სასწრაფოდ განმარტოს, თუ როგორ მოწამლეს ოპოზიციის ლიდერი „ნოვიჩოკით“, - ნათქვამია დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის განცხადებაში.

დღის ამბები