18 მაისი 2024,   08:16
ვრცლად
ალექსეი ნავალნის მოწამვლის ფაქტმა "ჩრდილოეთი ნაკადი 2-ის" პროექტი არ უნდა შეაჩეროს - რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო

ალექსეი ნავალნის მოწამვლის ფაქტმა, "ჩრდილოეთი ნაკადი 2-ის" პროექტი არ უნდა შეაჩეროს - ამის შესახებ განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში გაკეთდა.

სერგეი ლავროვის მოადგილე ალექსანდრ გრუშკო აცხადებს, რომ "ჩრდილოეთის ნაკადი 2" პოლიტიკური სპეკულაციების საგნად არ უნდა იქცეს, რადგან აღნიშნული მილსადენის პროექტი სუფთად ეკონომიკური ხასიათისაა და ხელს შეუწყობს დასავლეთისა და რუსეთის მჭიდრო ეკონომიკური ურთიერთობის ჩამოყალიბებას.

რუსეთის საგარეო უწყებამ "ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის" შესაძლო შეჩერებაზე, კომენტარი მას შემდეგ გააკეთა, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა პროექტის შეჩერების იდეას მხარდაჭერა გამოუცხადა.

დღის ამბები