თამარ ჩერგოლეიშვილის ხმაურიანი გაცხადებას "ევროპულ საქართველოში" ეხმაურებიან. გიგა ბოკერია ამბობს, რომ დღეს საზოგადოებას ამ თემაზე დისკუსია ნაკლებად აინტერესებს. ბოკერია ამბობ, რომ მოქალაქეებს აინტერესებთ, როგორ გამოვა ქვეყანა შექმნილი რთულ ვითარებიდან.
გიგა ბოკერია აღნიშნავს, რომ თავის დროზე "ნაციონალური მოძრაობის" შიგნით განხეთქილების ერთ-ერთი მიზეზი მიხეილ სააკაშვილის რეიტინგის საკითხს უკავშირდება.
"განხეთქილება რატომ მოხდა? მათ შორის მაგიტომაც. ჩვენ გვინდა ცვლილებები და წინსვლა "ევროპულ საქართველოს", ივანიშვილს უნდა რომ დღევანდელი კატასტროფა შეინარჩუნოს მისი უკონტროლო ძალაუფლების და სააკაშვილს უნდა რომ დაბრუნდეს 2012-მდე ვითარებაში. მაგრამ ამ ყველაფერზე სერიოზული დისკუსია მე მეჩვენება სისულელედ, ხომ მაქვს უფლება რომ ესეთი პოზიცია მქონდეს? და ვთვლი, რომ ჩვენს ქვეყანას და მოქალაქეებს ეს დისკუსია არ აინტერესებთ, მათ აინტერესებთ, ქვეყანა როგორ გამოვა ამ ჩიხიდან და არა ის, როდის ვის როგორი რეიტინგი ექნებოდა პრემიერობისთვის,“ - აცხადებს გიგა ბოკერია.
შეგახსენებთ, რომ თამარ ჩერგოლეიშვილის განცხადებით, 2016 წელს ჩატარებული სოციოლოგიური კვლევებით, „ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერების ნახევარიც კი არ უჭერდა მიხეილ სააკაშვილის პრემიერობას მხარს, თუმცა ამას "ნაციონალური მოძრაობა" მალავდა.
მისი მტკიცებით, 2016 წელს "ნაციონალური მოძრაობის" მიერ შეკვეთილი სოციოლოგიური კვლევები გაყალბებული იყო, თუმცა, მისი თქმით, პარტიამ გაყალბებული მონაცემების გაშუქება მედიის დახმარებით გადაწყვიტა.