18 მაისი 2024,   10:10
ვრცლად
ოქსფორდის უნივერსიტეტის მიერ შექმნილ კორონავირუსის ​ვაქცინაზე ცდები შეწყდა

28 მილიონს უახლოვდება კორონავირუსის მაჩვენებელი მსოფლიოში. ყველაზე მეტი შემთხვევა შეერთებულ შტატებში, ინდოეთსა და ბრაზილიაში ფიქსირდება.

პარალელურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ ერთ-ერთმა ბრიტანულმა კომპანიამ ოქსფორდის უნივერისტეტის მიერ შექმნილი კოვიდინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინის ცდები შეაჩერა, ამის მიზეზი კვლევაში მონაწილე მოხალისის მძიმე გვერდითი რეაქცია გახდა.

ინფიცირების ფაქტების ზრდასთან ერთად ზოგიერთი ქვეყანა შეზღუდვებს ამკაცრებს. დიდ ბრიტანეთში რამდენიმე გამონაკლისის გარდა ღია და დახურულ სივრცეებში შეკრება 14 სექტემბრიდან 30-ის ნაცვლად მხოლოდ 6 ადამიანისთვის იქნება დასაშვები. საბერძნეთში კი ათენის შემოგარენში მდებარე მიგრანტების სამი ბანაკი კარანტინში მოექცა.

მონაცემები მატულობს საქართველოს მოსაზღვრე ქვეყნებში. ბოლო 24 საათში კოვიდ-19-ს რუსეთში 122, თურქეთში 52, სომხეთში 3, აზერბაიჯანში კი 1 ადამიანი ემსხვერპლა.

დღის ამბები