18 მაისი 2024,   09:49
ვრცლად
ამერიკის შეერთებულ შტატებში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 23-მდე გაიზარდა

ამერიკის შეერთებულ შტატებში, ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 23-მდე გაიზარდა. ხანძრებმა კალიფორნიაში 19 რეგიონში სამი და ვაშინგტონში კი, ერთი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

ცეცხლის გავრცელების გამო, იზრდება ევაკუირებული მოსახლეობის რიცხვიც. ორეგონის შტატში ნახევარ მილიონზე მეტ ადამიანს მოუწია საკუთარი სახლის დატოვება. არიან დაშავებულები და დაკარგულები.

ქვეყნის მასშტაბით ხანძრის ლოკალიზებას 14 ათასზე მეტი მეხანძრე ცდილობს. ცეცხლის ჩაქრობას ჰაერის მაღალი ტემპერატურა და ძლიერი ქარი ართულებს.

დღის ამბები