18 მაისი 2024,   10:11
ვრცლად
კოლუმბიაში შეტაკებების დროს 9 ადამიანი დაიღუპა

კოლუმბიაში შეტაკებების დროს 9 ადამიანი დაიღუპა. ბოგოტაში დემონსტრანტები მეორე დღეა პოლიციელების მხრიდან ძალის გადამეტებას აპროტესტებენ, რასაც 46 წლის კაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.

აქციის მონაწილეებმა სამართალდამცველებს ქვები ესროლეს და ბარიკადებს ცეცხლი წაუკიდეს. საპასუხოდ პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

დაშავდა სამასზე მეტი ადამიანი. კოლუმბიის დედაქალაქში არეულობა მას შემდეგ დაიწყო, რაც სოციალურ ქსელში პოლიციის მხრიდან დაკავებული პირის მიმართ ძალადობის ამსახველი კადრები გავრცელდა. ინციდენტში მონაწილე ორ პოლიციელს მუშაობის უფლება შეუჩერდა.

დღის ამბები