18 მაისი 2024,   08:41
ვრცლად
რუსეთთან, ირანსა და ჩინეთთან დაკავშირებულმა ჰაკერებმა ტრამპისა და ბაიდენის საარჩევნო კამპანიებში მონაწილე პირები ამოიღეს მიზანში

ჰაკერებმა, რომლებიც რუსეთთან, ირანსა და ჩინეთთან არიან დაკავშირებული, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და მისი ოპონენტის,  ჯო ბაიდენის საარჩევნო კამპანიებთან დაახლოებული პირები და ორგანიზაციები ამოიღეს მიზანში.

BBC-ის ინფორმაციით, ამის შესახებ მაიკროსოფტის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმებში ის რუსი ჰაკერებიც მონაწილეობენ, რომლებიც 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს "დემოკრატების" კამპანიაში ჩაერივნენ. მედიის ინფორმაციით, კიბერთავდასხმების დიდი ნაწილი წარუმატებლად დასრულდა.

დღის ამბები