18 მაისი 2024,   08:17
ვრცლად
მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულების რაოდენობამ 20 მილიონს მიაღწია

მსოფლიოში კოვიდინფიცირებულთა რიცხვმა 29 მილიონს მიაღწია. მიუხედავად ინფიცირების გაზრდილი სტატისტიკური მონაცემებისა, სიკვდილიანობის მაჩვენებელი, სტაბილურია.

ამ დროისთვის, მსოფლიოში პანდემიას 925 000 პაციენტი ემსხვერპლა. ყველაზე მძიმე ვითარება, კვლავ შეერთებულ შტატებში, ინდოეთსა და ბრაზილიაშია.

ინფიცირების შემთხვევები რეკორდულად იზრდება ევროპაშიც, საფრანგეთში პანდემიის დაწყებიდან დღემდე პირველად „კოვიდ-19“-ის ყოველდღიური შემთხვევების რაოდენობამ 10 000-სს გადააჭარბა.

გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსის 10 561 შემთხვევა გამოვლინდა. გაერთიანებულ სამეფოში გასული 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 3 497 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. დღე-ღამის განმავლობაში გაერთიანებულ სამეფოში ვირუსით ცხრა ადამიანი დაიღუპა. შემთხვევების მატების გამო ბრიტანეთში მომავალი კვირიდან შეზღუდვების გამკაცრება იგეგმება. გავრცელებული ინფორმაციით, აიკრძალება ექვსზე მეტი ადამიანის ერთად შეკრება.

გერმანიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 948 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში ვირუსით კიდევ ორი ადამიანი დაიღუპა.

დღის ამბები