18 მაისი 2024,   10:49
ვრცლად
ბელარუსში სპეცრაზმმა "ქალების მარშის" 30-მდე მონაწილე დააკავა

მორიგი საპროტესტო აქცია ბელარუსში კვლავ დაკავებებით დასრულდა, ამჯერად სპეცრაზმმა „ქალების მარშის“ 30-მდე მონაწილე დააკავა,

ქალები ტრადიციული შაბათის საპროტესტო აქციის გასამართად მინსკში, „თავისუფლების მოედანზე“ შეიკრიბნენ. სამართალდამცავებმა დემონსტრანტებს დაშლისკენ მოუწოდეს, რადგან აქცია არასანქცირებული იყო, თუმცა ისინი მათ მოთხოვნას არ დაემორჩილნენ, რის შემდეგაც სპეცრაზმმა დაკავებები დაიწყო.

ბელარუსში საპროტესტო აქციები 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ არ წყდება. საზოგადოების ნაწილი არჩევნების ოფიციალურ შედეგებს არ აღიარებს, პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს გადადგომასა და ხელახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვს.

დღის ამბები