18 მაისი 2024,   11:09
ვრცლად
რუსეთში, ბოლო 24 საათში COVID-19-ით 94 ადამიანი გარდაიცვალა - რეგიონში კორონავირუსის სტატისტიკა იზრდება

მსოფლიოში კორონავირუსის ახალი ტალღა მძვინვარებს. ამ დროისთვის, კოვიდ-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 29 მილიონს შეადგენს, საიდანაც პანდემია 21-მა მილიონმა ადამიანმა უკვე დაამარცხა, ხოლო კრიტიკულად მძიმეა 60 000 პაციენტის მდგომარეობა.

კოვიდპაციენტების რაოდენობა იზრდება საქართველოს მეზობელ ქვეყნებშიც. რუსეთში კორონავირუსის 5 500-მდე ახალი შემთხვევა გამოვლინდა, დაიღუპა 94 პაციენტი.

187 ახალი შემთხვევა გამოვლინდა სომხეთში, სადაც ლეტალობის 5 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

უკრაინაში, გასულ დღე-ღამეში კორონავირუსის 2500-მდე ახალი შემთხვევა გამოვლინდა და დაიღუპა 30 ადამიანი.

თურქეთში, ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1 509 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 48 პაციენტი გარდაიცვალა.

აზერბაიჯანში, გასულ დღე-ღამეში კორონავირუსის 135 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ორი პაციენტი კი გარდაიცვალა.

დღის ამბები