18 მაისი 2024,   10:10
ვრცლად
ბელარუსში საპროტესტო აქციები გრძელდება, მინსკში საპროტესტო ტალღა 9 აგვისტოდან არ წყდება

ბელარუსში მასშტაბური საპროტესტო გამოსვლები დაკავებების ფონზე გრძელდება. მინსკის ქუჩებში პრეზიდენტ ლუკაშენკოს გადადგომის მოთხოვნით ასი ათასზე მეტი ადამიანი გამოვიდა.

სამართალდამცველებმა 400-ზე მეტი აქტივისტი დააკავეს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, აქციის მიმდინარეობისას გამაფრთხილებელი სროლის ხმა ისმოდა, რასაც ბელარუსიის შინაგან საქმეთა სამინისტროში უარყოფენ.

მინსკში საპროტესტო ტალღა 9 აგვისტოდან არ წყდება.

მომიტინგეები ლუკაშენკოს საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებენ და არჩევნების ხელმეორედ დანიშვნას ითხოვენ.

დღის ამბები