18 მაისი 2024,   09:31
ვრცლად
არგენტინაში დემონსტრანტებმა ხელისუფლების მიერ დაწესებული საკარანტინო შეზღუდვები და ეკონომიკური ვითარება გააპროტესტეს

არგენტინაში, ანტისამთავრობო გამოსვლებია. ბუენოს-აირესში დემონსტრანტებმა ქვეყანაში არსებული ეკონომიკური ვითარება და ხელისუფლების მიერ დაწესებული საკარანტინო შეზღუდვები გააპროტესტეს.

დემონსტრანტები აქციაზე ავტომობილებით შეიკრიბნენ. მანამდე ინფლაციის გამო ხელფასების მომატების მოთხოვნით, არგენტინის ქუჩებში პოლიციელები გავიდნენ.

გაეროს მონაცემებით, არგენტინაში პანდემიით გამოწვეული კრიზისის გამო, მილიონობით ადამიანი სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს.

დღის ამბები