ერთ-ერთი სიახლე, რომელიც დღეს მთავრობის სხდომაზე გახდა ცნობილი ფრენების აღდგენას ეხება. პრემიერ-მინისტრმა ახალი მიმართულება: ქუთაისი-რიგა დაასახელა. ფრენებს კვირაში ერთხელ 1 ოქტომბრიდან კომპანია "ვიზეარი" შეასრულებს.
"შემდგარია შეთანხმება, რომ ჩვენ კიდევ ერთი მიმართულებით პირდაპირი ფრენები უნდა გავხსნათ. დღეს გადავწყვიტეთ, რომ გავხსნათ 1 ოქტომბრიდან ქუთაისიდან პირდაპირი რეისი რიგის მიმართულებით, ეს იქნება "ვიზიარი". ეს არ იქნება ჯერ ისეთი თამამი გადაწყვეტილება, ეს იქნება მხოლოდ და მხოლოდ კვირაში ერთი რეისი, მაგრამ ეს არის პირდაპირი ტენდენცია იმისთვის, რომ გონივრულად, მაგრამ ფრთხილად, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეკონომიკა ამოძრავდეს კიდევ უფრო სწრაფად.
ჩვენ ასევე ფრთხილად, მაგრამ თანმიმდევრულად გავაგრძელებთ საქართველოს საჰაერო სივრცის გახსნა, პირველ რიგში, ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე და ასევე, რა თქმა უნდა, ეკონომიკური ინტერესებიდან გამომდინარე," - აცხადებს პრემიერ-მინისტრი.