17 ნოემბერი 2024,   21:22
ვრცლად
გვინდა ხვალინდელი დღე უფრო ძლიერი იყოს და აღარ იყოს ისე ადვილი ჩვენი მტრების და ჯაშუშების შემოღწევა - შს მინისტრი კიბერუსაფრთხოებაზე

თბილისში საქართველოს კიბერუსაფრთხოების პირველი ფორუმი მიმდინარეობს. ღონისძიებამ პლატფორმის ფუნქცია უნდა შეასრულოს, სადაც ეროვნული კიბერუსაფრთხოების წინაშე არსებული გამოწვევების იდენტიფიცირება და პრობლემური საკითხების გადასაჭრელად შესაბამისი გეგმის შემუშავება მოხდება. ფორუმს ყოველწლიური ხასიათი მიეცემა.

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ხაზი გაუსვა იმას, რომ კიბერუსაფრთხოება ქვეყანაში თანდათან უფრო ძლიერდება.

"ერთ-ერთი ურთულესი მიმართულებაა. ჩვენ გვახსოვს რამდენიმე დიდი შეტევა 2019 წლის შემოდგომაზე, ახლაც მოხდა კიდევ კიბერშეტევა. ძალიან მნიშვნელოვანია ამის გაძლიერება. გუშინ უფრო სუსტი იყო, დღეს შედარებით უფრო ძლიერად ვართ, თუმცა გვინდა, რომ ხვალინდელი დღე უფრო ძლიერი იყოს და აღარ იყოს ისე ადვილი ჩვენი მტრების, სხვა ჯაშუშების შემოღწევა და ინფორმაციის წაღება ამა თუ იმ სახელმწიფო უწყებებიდან," - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

დღის ამბები