17 ნოემბერი 2024,   21:26
ვრცლად
კონკრეტული პარტიები გვეუბნებიან, რომ მათ აქტივისტებს პირადი ცხოვრების გასაჯაროებით აშანტაჟებდნენ - ნინო ლომჯარია

სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განცხადებით, ომბუდსმენის აპარატს კონკრეტული პოლიტიკური პარტიები დაიკავშირდნენ და უთხრეს, რომ  მათ აქტივისტებს პირადი ცხოვრების გასაჯაროებით აშანტაჟებდნენ. ნინო ლომჯარია ამბობს, რომ ის მზად არის ამ ადამიანებს დაეხმაროს. 

"სახალხო დამცველისთვის რამდენიმე შემთხვევის შესახებ გახდა ცნობილი. ჩვენ კონკრეტული პოლიტიკური პარტიები დაგვიკავშირდნენ და თქვეს, რომ მათ აქტივისტებს პირადი ცხოვრებით აშანტაჟებდნენ, თუმცა ეს პირები არ არიან ჯერ მზად იმისთვის, რომ საჯაროდ ისაუბრონ ამ საკითხზე. ჩვენ კომუნიკაცია შინაგან საქმეთა სამინისტროსთან გვქონდა და მზად ვართ, დავეხმაროთ ამ ადამიანებს გამოძიებაში,"- აცხადებს საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია.

დღის ამბები