17 ნოემბერი 2024,   21:27
ვრცლად
"ფეისბუქმა" კრემლს 300-მდე გვერდი დაუბლოკა - სპეცსამსახურების მიერ მართული ანგარიშებით საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩარევას ცდილობდნენ

საქართველოს საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი თვით ადრე რუსული რბილი ძალის ინტერესი ძლიერდება. "ფეისბუქმა" კრემლს 300-მდე გვერდი დაუბლოკა. ირკვევა, რომ რუსული სპეცსამსახურების მიერ მართული ანგარიშები რეგიონის ქვეყნებზე, მათ შორის საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში აქტიურად ჩარევას და დეზინფორმაციის გავრცელებას ცდილობდნენ.

ექსპერტები აცხადებენ, რომ სქემა ასეთი იყო, ინტერნეტის შავ ბაზარზე ყიდულობდნენ წლების წინ შექმნილ ფეისბუქგვერდებს და ამ გვერდებით ამუშავებდნენ პროპაგანდისტულ მანქანას. ანტიდასავლური გზავნილები, პოლიტიკოსების დისკრედიტაცია და სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებზე დეზინფორმაციის გავრცელება, ეს იყო მათი საქმიანობის მთავარი არსი.

"ფეისბუქის" ოფიციალური განცხადებით ირკვევა, რომ ყალბი ანგარიშები დეზინფორმაციას საქართველოზე, თურქეთზე, სომხეთზე, უკრაინასა და რეგიონის სხვა ქვეყნებზე ავრცელებდნენ. 

დღის ამბები