მიხეილ სააკაშვილს ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება ჩამოართვეს, ამის შესახებ ინფორმაციას, სომხეთის განათლების მინისტრი, არაიკ არუთინიანი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
"ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერთა საბჭომ ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება, ჩამოერთვას საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება," - წერს არაიკ არუთინიანი.
სააკაშვილისთვის წოდების ჩამორთმევის მოთხოვნით საბჭოს განათლების მინისტრმა მიმართა და მიზეზად სააკაშვილის მიერ აზერბაიჯანის მხარდამჭერი განცხადება დაასახელა. რამდენიმე დღის წინ მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ მთიანი ყარაბაღი წარმოადგენს აზერბაიჯანის რესპუბლიკის სუვერენულ ტერიტორიას და ამას არაფერი არ შეცვლის.