17 ნოემბერი 2024,   19:37
ვრცლად
ამ გადაწყვეტილების მიღებას სერიოზული მოსამზადებელი სამუშაოები უძღვოდა წინ - დავით ზალკალიანი ევროკავშირში წევრობის განაცხადზე

​"ქართული ოცნების" განცხადებაზე, რომ ისინი გააკეთებენ განაცხადს ევროკავშირის წევრობაზე, ოპოზიციის კრიტიკის შემდეგ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ვრცელი განმარტება გააკეთა. 

როგორც დავით ზალკალიანმა აღნიშნა, სიტყვები ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებაზე ცარიელი არ ყოფილა და მისივე თქმით, მმართველი გუნდის მხრიდან ამ გაცხადების გააკეთა სრული უპასუხისმგებლობა იქნებოდა მაშინ, თუკი ამ გადაწყვეტილებას მოუმზადებლად მიიღებდნენ. 

"ჩვენი მხრიდან იქნებოდა აბსოლუტური უპასუხისმგებლობა თუ ასეთ გადაწყვეტილებას მივიღებდით მოუმზადებლად. ჩვენ, როგორც პასუხისმგებლიანმა ხელისუფლებამ ამ საკითხზე ვიმუშავეთ და მაშინ, როდესაც ამის დრო დადგა ვთქვით, თან არსებობს ყველა პირობა ამისათვის.

საკითხზე საუბარი ჩვენ, პრემიერ-მინისტრის ვიზიტის დროსაც გვქონდა. საქართველო უკვე გამოკვეთილია აღმოსავლეთ წევრ, პარტნიორ ქვეყნებს შორის და ეს ფაქტია, რომელსაც ჩვენი ევროპელი პარტნიორები აღიარებენ. ამ გადაწყვეტილების მიღებას სერიოზული მოსამზადებელი სამუშაოები უძღვოდა წინ. ეს არ უნდა იყოს ცარილი განაცხადი, ჩვენი ევროპელი პარტნიორებიც მზად უნდა იყვნენ იმისათვის, რომ ეს განაცხადი მხოლოდ განცხადებად არ დარჩეს," - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა. 

დღის ამბები