სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორმა "დღის კურიერის" ეთერში განაცხადა, რომ ოკუპანტების მიერ 30 სექტემბერს დაკავებული ირაკლი ბებუას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
"საქართველოს მოქალაქის, ირაკლი ბებუას, უკანონო დაკავება ამა წლის 30 სექტემბერს განხორციელდა ოკუპირებული გალის რეგიონში. დღეს, ჩვენი ინფორმაციით, ირაკლი ბებუა ოკუპირებულ ქალაქ სოხუმში იმყოფება და მინდა აღვნიშნო, რომ ცხელი ხაზით რამდენჯერმე მიღებული ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და დადასტურებული ინფორმაციით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება,"- განაცხადა გიორგი საბედაშვილმა.