17 ნოემბერი 2024,   19:34
ვრცლად
"ჩვენი საქართველო" არის ძალა, რომელსაც შეუძლია ოლიგარქის, გაზულუქებული ჰალსტუხიანი ყაჩაღის პოლიტიკიდან გაწევა - გედევან ფოფხაძე

ახალი პალიტიკური პარტია "ჩვენი საქართველოს" ოფისი წერეთლის 73 ნომერში გაიხსნა.

პარტიის ლიდერი გედევან ფოფხაძე და მისი თანაპარტიელები დიდ იმედს ამყარებენ, რომ დიდუბე-ჩუღურეთის მოსახლეობა მათ მხარს დაუჭერს და ირწმუნებიან, რომ პანდემიის გამო დაკარგულ დროს ქვეყნის განვითარებისთვის გამოიყენებენ.

"დარწმუნებული ვარ, ის ერთი თვე რაც წინ გვაქვს, მოგვცემს საშუალებას, დიდუბე-ჩუღურეთის ამომრჩეველს ვუთხრათ ჩვენი სათქმელი და დავარწმუნოთ, რომ "ჩვენი საქართველო" არის ის სახალხო ეროვნული ძალა, რომელსაც შეუძლია ოლიგარქის, ყველა გაზულუქებული ჰალსტუხიანი ყაჩაღის პოლიტიკიდან გაწევა,"- აცხადებს დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი "ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსიდან" გედევან ფოფხაძე.

"კარდაკარ შემოვიარეთ, ვნახეთ განწყობები და ვართ ძალიან იმედიანად, რომ ამ რაიონში მოსახლეობა უარს ეტყვის ივანიშვილსაც, საზიზღარ ნაციონალებსაც და მევახშე ხაზარაძესაც,"- აცხადებს პარტია "ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსის" პოლიტიკური საბჭოს წევრი მირიან ნიკოლაძე.

დღის ამბები