17 ნოემბერი 2024,   19:24
ვრცლად
ძალიან დიდი რიგი გვედგა იმ პოლიტიკოსების, რომლებიც დიდი ხანია ქართულ პოლიტიკაში არიან - გიორგი ვაშაძე

ისნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი პოლიტიკური პლატფორმიდან ”სტრატეგია აღმაშენებელი” გიორგი ვაშაძე "დღის კურიერის" ეთერში აცხადებს, რომ ამომრჩეველს "სტრატეგია აღმაშენებლის" იმედი აქვს.

გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ მისი გუნდის დაფინანსების წყაროების სია გამჭვირვალეა და ყველას შეუძლია ამის ნახვა.

"ამომრჩეველს ჩვენი სჯერა და თანამშრომლობის პროცესი ფანტასტიკურად მიდის. რადგან ჩვენ ვუსმენთ ხალხს და ვიზიარებთ მათ გულისტკივილს.

ჩვენ შევარჩიეთ საქმის მკეთებელი ადამიანების გუნდი. პირველი - ეს არის პროფესიონალიზმი, პატიოსნება და მესამე - სამშობლოს სიყვარული.

ჩვენ ძალიან დიდი რიგი გვედგა იმ პოლიტიკოსების, რომლებიც დიდი ხანია ქართულ პოლიტიკაში არიან. ჩვენ პრინციპული არჩევანი გავაკეთეთ თაკო ჩარკვიანთან ერთად, რომ ახალი თაობის პოლიტიკოსებს, პროფესიონალებს გავუხსნათ გზა. 

თქვენ ნახავთ, რომ პრინციპული გადაწყვეტილება გვაქვს მიღებული, ჩვენი გუნდის წევრები მაგრები არიან თავიანთ დარგში და გავაძლიერეთ ეკონომიკური ბლოკი. გვაქვს გეგმა და სტრატეგია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

არჩევანი არის ძალიან მარტივი, საქმის მკეთებელთა გუნდი და ფულის მკეთებელთა გუნდი.

"სტრატეგია აღმაშენებლის" დაფინანსების წყაროა ბიუჯეტი და შემომწირველები. თითოეული შემომწირველი არის გამჭვირვალე. ყველაფერი არის ღია და გამჭვირვალე, ჩვენ უარი ვთქვით შავი ფულის ხარჯვაზე.

არ არსებობს არც ერთი მილიონერი, რომელიც გიორგი ვაშაძეს აფინანსებს, სია არის გახსნილი და შეუძლია ყველას, რომ ნახოს,"- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

დღის ამბები