17 ნოემბერი 2024,   19:39
ვრცლად
ენმ-ის სიაში არიან ისეთი ადამიანები ვისაც დანაშაულთან გატოლებული ცოდვები აქვთ - ბექა დავითულიანი

თბილისის საკრებულოს ფრაქცია ”ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე ბექა დავითულიანი აცხადებს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" სიაში არიან ადამიანები, რომელთა წარსულის ცოდვებიც დანაშაულს უტოლდება.

დავითულიანი დარწმუნებულია, რომ "ქართული ოცნება გაიმარჯვებს.

"ჩვენი შეხედულებით ჩვენს სიაში არიან ისეთი ადამიანები, ვისაც ამ ქვეყნის წინ წაწევა ძალუძთ. მიგვაჩნია, რომ ეს არის სია, რომელიც გამარჯვებას მოუტანს ჩვენს გუნდს.

პარლამენტი არ არის ის ორგანო, რომელიც მხოლოდ ერთი მიმართულებით განათლებას საჭიროებს. პარლამენტი ბევრ დარგს მოიცავს, შესაბამისად მოდიან ყველა დარგიდან ადამიანები. არსებობს სპორტის დარგიც და რატომ არ უნდა მოვიწვიოთ სპორტსმენი, როდესაც ვიწვევთ მაგალითისთვის ჟურნალისტს, ჩემთვის გაუგებარია,"- განაცხადა ბექა დავითულიანმა.

”ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარემ ისაუბრა "ნაციონალური მოძრაობის" სიაზეც, რომლის პირველი ნომერიც მომღერალი ბუბა კიკაბიძეა.

"სხვების სიას მე ვერ შევაფასებ, ამ სიას შეაფასებენ ადამიანები პირველ ოქტომბერს. რა თქმა უნდა, იქ არიან ისეთი ადამიანები, ვისაც დანაშაულთან გატოლებული ცოდვები აქვთ წარსულში ჩადენილი, რომლის პატიებაც საზოგადოების მხრიდან არც მომხდარა და არც მოხდება.

"ნაციონალების სია" არის ასეთი ადამიანებით გაჯერებული, ამ პარტიას ისედაც ამძიმებს 9 წლიანი მმართველობის წარსული."- განაცხადა ბექა დავითულიანმა.

თბილისის საკრებულოს ფრაქცია ”ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე ბექა დავითულიანი აცხადებს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ელექტორატი იკლებს.

"ნაციონალური მოძრაობა" რა თქმა უნდა, ვერ გაიმარჯვებს, ეს პარტია არის სამწუხაროდ, მეორე ადგილზე, თუმცა მას ძალიან ბევრად უსწრებს წინ "ქართული ოცნება." სჯობდა სხვანაირად ყოფილიყო, მაგრამ ასეა.

ვფიქრობ, რომ არჩევნებიდან არჩევნებამდე მათი ელექტორატი კლებულობს. ვინ გაქრება და ვინ არა, ეს მაინც ამომრჩევლის გადასაწყვეტია. მათ აღარ ჰყოფნით ენერგია, რომ აგრესიით კვებონ ამომრჩეველი. სამწუხაროდ, აქვთ ძალა იმისთვის, რომ არჩევნებში ფიქსირდებოდნენ იმ დოზით რა დოზითაც ფიქსირდებიან, თუმცა კლების ტენდენცია მაინც აქვთ.

მმართველი გუნდი ყველა წინასწარი მონაცემის მიხედვიტ 50% მაინც გადალახავს, დაახლოებით 60% მაინც უნდა გვქონდეს ხალხის მხარდაჭერა, რაც იმას ნიშნავს, რომ "ქართული ოცნება"თავისუფლად დააკომპლექტებს გუნდს და ეყოლება მყარი უმრავლესობა პარლამენტში,"- ბექა დავითულიანი.

 

დღის ამბები