"ღამის კურიერის" წამყვანის კითხვაზე - გრძნობს თუ არა პასუხისმგებლობას კონკრეტული მოსამართლეებისთვის უვადოდ დანიშვნის თაობაზე, ზვიად ძიძიგური პასუხობს, რომ არა.
წამყვანს მაგალითად მოჰყვას ერთ-ერთი მოსამართლე, რომელიც სანდრო გირგვლიანის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი მოსამართლე იყო, რომელსაც მისი პარლამენტის ვიცე სპიკერობის დროს უვადო მოსამართლის სტატუსი მიენიჭა.
"ჩვენ თუ გვინდა ავაშენოთ სახელმწიფო, ერთ რამეში უნდა შევთანხმდეთ ყველა - სასამართლო და აღმასრულებელი ხელისუფლებები არ უნდა ერეოდეს ერთმანეთის საქმეში. მათ შორის საკანონმდებლო გადაწყვეტილებაში. რასაც თქვენ ამბობთ, ამ კონკრეტულ ქალბატონზე, არც მახსოვდა, ყოფილა თურმე სანდრო გირგვლიანის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი მოსამართლე, მე ამასთან დაკავშირებით არაფერი არ ვიცი, მე გეტყვით ერთ რამეს, რომ 2019 წელს, როდესაც ატყდა დიდი ვნებათაღელვა სასამართლოს რეფორმასთან დაკავშირებით, დაპირისპირებები დაიწყო, როდესაც თვითონ უმრავლესობის შიგნით აზრთა სხვადასხვაობა წავიდა, როდესაც ადამიანები წავიდნენ უმრავლესობიდან ამასთან დაკავშირებით, მაშინ იმ პერიოდში, კონსერვატორებს გვქონდა ჩვენი დამოკიდებულება, რომ პერსონებთან დაკავშირებით გვქონდა პრობლემა და ამ პერსონებისთვის ჩვენ ხმა არ მიგვიცია. მიმაჩნია, რომ ჩვენ არ უნდა ჩავერიოთ სასამართლოს დამოუკიდებლობაში. თუ ვამბობთ იმას, რომ სასამართლო არის დამოუკიდებელი, მაშინ ეს დამოუკიდებლობა გულისხმობს იმას, რომ საკადრო ნაწილშიც სასამართლო არის დამოუკიდებელი,“ - ამბობს ზვიად ძიძიგურმა.