17 ნოემბერი 2024,   19:33
ვრცლად
კონსერვატორი ხარ თუ ლიბერალი, ემუქრება თუ არა საფრთხე ჩვენს ეკლესიას - "საქართველოს კონსერვატიული პარტიის" წინასაარჩევნო კამპანია

კონსერვატორი ხარ თუ ლიბერალი, ემუქრება თუ არა საფრთხე ჩვენს ეკლესიას - "საქართველოს კონსერვატიული პარტიის" წინასაარჩევნო კამპანია. ზვიად ძიძიგურმა "ღამის კურიერში" პარტიის პრიორიტეტებზე ისაუბრა.

"კონსერვატორებს მიგვაჩნია, რომ მთავარი საარჩევნო პოლიტიკა და კამპანია უნდა ტარდებოდეს არა ბიძინა და მიშა, არა მიშა და ედუარდი, არამედ უნდა ტარდებოდეს კონსერვატორი ხარ თუ ლიბერალი.

თუ მეტი ლიბერალი მოვა, ვიდრე კონსერვატორი ხელისუფლებაში - რა ბედი ელის საკონსტიტუციო შეთანხმებას, რომელზეც ბევრი ლიბერალი იმუქრება, რომ ეს არის გასაუქმებელი.

რა ბედი ელოდება მძიმე ნარკოტიკების ლეგალიზაციის საკითხს, პროსტიტუციის ლეგალიზაციას, რა იქნება მიწის უცხოელებზე გასხვისების ნაწილთან დაკავშირებით.

იმ პარტიებს, რომლებსაც თქვენ ხმას აძლევთ, ყველას ჰკითხეთ ისინი კონსერვატორები არიან, თუ ლიბერალები," - განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

დღის ამბები