"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ზუგდიდში "ქართულ ოცნებასა" და საოლქო საარჩევნო კომისიას გარიგებაში ადანაშაულებს. პარტიის ადგილობრივ ორგანიზაციაში ამბობენ, რომ საუბნო საარჩევნო კომისიაში ის ადამიანები აირჩიეს საუბნო კომისიების სხვადასხვა პოზიციაზე, რომლებიც "ქართულ ოცნებასთან" დაახლოებილები არიან და რომელთა შესახებაც ენმ მათ არჩევამდე საუბრობდა.
ოპოზიციური პარტია არჩეულ კომისიის წარმომადგენლებს კორუფციაშიც ადანაშაულებს. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ზუგდიდის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ანა წითლიძემ დღეს კონკრეტული გვარებიც დაასახელა.