17 ნოემბერი 2024,   19:31
ვრცლად
დავით ბაქრაძემ და ტარიელ ნაკაიძემ სოფელი ზედა ჯოჭო მოინახულეს, სადაც მეწყერს მსხვერპლი მოყვა

"ევროპული საქართველოს" ლიდერმა, დავით ბაქრაძემ და პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატმა, ტარიელ ნაკაიძემ, ხელვაჩაურის რაიონის სოფელი ზედა ჯოჭო მოინახულეს, სადაც ძლიერ სტიქიასა და მეწყერს მსხვერპლი მოყვა.

ლიდერებმა დაღუპულთა ოჯახის წევრებს, ნათესავებსა და ახლობლებს თანაგრძნობა გამოუცხადეს. ბაქრაძის თმით, ეს არის უდიდესი ტრაგედია და მნიშვნელოვანია, რომ უზრუნველყოფილი იყოს ადამიანების უსაფრთხოება, რათა ტრაგედია სოფელში და სხვა სახლებში აღარ განმეორდეს.

დღის ამბები