"ლელო საქართველოსთვის" თავმჯდომარემ თანაპარტიელებთან ერთად, ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს "ლელოს ახალი მარშალის" გეგმა და ჯანდაცვის ახალი პროგრამა წარუდგინეს.
მამუკა ხაზარაძის თქმით, რეფორმები, რომლებიც მნიშვნელოვანია ჯანდაცვის სისტემის განახლებისთვის დეტალურადაა გაწერილი ლელოს გეგმაში. მოწვეულ სტუმრებს აქვთ საშუალება დებატების სახით ჩაერთონ მის დახვეწასა და განვითარებაში.
"დღეს გვაქვს პრეზენტაცია, ლელოს მარშალის გეგმის. როგორც თქვენ იცით, ჩვენ სხვადასხვა დაინტერესებულ ჯგუფებთან ვატარებთ მსგავს პრეზენტაციას, ვხვდებით ამომრჩეველს. ეს არის ძალიან კონკრეტული, ძალიან შედეგზე ორიენტირებული პროგრამა, რომელსაც ლელოს გუნდი განახორციელებს და ამ ქვეყანას გამოიყვანს იმ მძიმე მდგომარეობიდან, რომელშიც ის ჩააგდო ქართულმა ოცნებამ,“ - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.